|
2023-12-08 12:14:13, 625 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე კალაძეს - უხამსი ეპითეტებისგან თავი შეიკავე - გთავაზობ, დავსხდეთ ექსპერტებთან ერთად და კონკრეტული გეგმა დავსახოთ
უხამსი ეპითეტებისგან თავი შეიკავე - გთავაზობ, დავსხდეთ ექსპერტებთან ერთად და კონკრეტული გეგმა დავსახოთ. თუ მზად ხარ, შეგვიძლია, რომ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა,- ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას. ვაშაძის თქმით, თბილისში არსებული სატრანსპორტო კოლაფსი მოუგვარებელი პრობლემა არ არის. "კახი კალაძეს მინდა გამოვეხმაურო: პირველი - საზოგადოებრივ ტრანსპორტში რაც ხდება, ეს არის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგი და ეს არის სიმართლე. მეორე - ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ამის გადაწყვეტის გზები არ არსებობს. ვაშინგტონში ვარ ახლა და თუ აშშ-ის დედაქალაქში გადაჭრეს ეს პრობლემა, შესაძლებელია საქართველოშიც გადავწყვიტოთ. მესამე - თუ შენი შეთავაზება ძალაშია, რომ მზად ხარ მოისმინო საქმიანი შეთავაზებები და ეს არ არის მოჩვენებითი, გთავაზობ, რომ ორშაბათს თბილისში ვიქნები და შენთვის სასურველ დროს, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, ურბანისტებთან ერთად დავსხდეთ და გავიაროთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც არსებობს და სამი კომპონენტისგან შემდგარი გეგმა გავაკეთოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ახლა, რომ ცოტა მაინც შევამსუბუქოთ ეს ვითარება, შემდგომ კი დავსახოთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები, რაზეც ძალიან ბევრი მოსაზრება გვაქვს. უხამსი ეპითეტები საქმეს ხელს უშლის და მაინც მოგიწოდებ, რომ შეიკავო თავი ამ უხამსი ეპითეტებისგან და ველი შენგან გამოხმაურებას, თუ მზად ხარ, ჩვენც მზად ვართ, რომ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა",- ამბობს ვაშაძე, რომლის კომენტარსაც "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს. შეგახსენებთ, 6 დეკემბერს თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, "სისტრასთან“ დაკავშირებით "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით". აღსანიშნავია, რომ მანამდე, "სტრაგეტია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობდა, რომ თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით კომპანია "სისტრას“ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)