09:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 10:50:11, 932 ნახვა

მსოფლიო
მედია - ქერჩის გაზსადენზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ანექსირებულ ყირიმში, ქერჩში გაზსადენზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტულია მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

მედიის ცნობით, მომხდარის გამო, 30 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სვიატოსლავ ბრუსაკოვის განცხადებით, გაზსადენის აღდგენა დღის ბოლომდე იგეგმება.  

"ვგეგმავთ, რომ დღის ბოლომდე დასრულდეს სამუშაოები, რის შემდეგაც ამოქმედდება საქვაბე ოთახი და განახლდება გაზმომარაგება",- წერს ბრუსაკოვი Telegram-ზე.

ცნობისთვის, ქერჩში საშუალო წნევის გაზსადენზე ხანძარი პარასკევს ღამით გაჩნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics