2023-12-08 10:04:30, 827 ნახვა
სამართალი
სააგენტო - ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვავლინეთ
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი), ასევე 4 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი.
„ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),