|
2023-12-07 16:32:58, 609 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე 9 დეკემბერს დაგეგმილ მსვლელობაზე - ფარისევლობაში არ შევუერთდები
ფარისევლობაში არ შევუერთდები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა, მდივანმა მამუკა მდინარაძემ 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მსვლელობაზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, ქვეყნის შიგნით არიან მტრები, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესს ებრძვიან. "ეს მარში თუ არ იქნა, გამორიცხულია პოზიტიური გადაწყვეტილება რომ იყოს. რა სისულელეს აკეთებენ, რაღაცნაირად მიეწებონ ამ თემას. ამ თემაზე მიწებება თუ უნდოდათ, ეს კაი დედმამიშვილები მოსულიყვნენ აქ, დამსხდარიყვნენ და საქმე გაეკეთებინათ ელემენტარული მაინც. ფული არ ეხადათ ლობისტებში, ევროპაში და ამერიკაში არ ერბინათ ევროინტეგრაციის პროცესის ჩასაშლელად, სტატუსის მიღების პროცესის ჩასაშლელად და იქ სიბინძურეები არ შეეკვეთათ და ამაში უზარმაზარი თანხები არ გადაეხადათ და მერე საზოგადოება დაიჯერებდა, რომ მათაც რაღაც წვლილი შეიტანეს... ასე რომ მოქცეულიყვნენ, საქართველოსთვის პოზიტიურად, მომგებიანად რომ მოქცეულიყვნენ, შარშან გვექნებოდა სტატუსი და ეს ასეა. ბევრი რამ იყო ამაზე დამოკიდებული. მაგრამ როდესაც, შენ შიგნით მტრები გყავს, რომლებიც ებრძვიან ევროინტეგრაციის პროცესს და მერე მარშით გამოდიან - არიქა, მოგვეცი სტატუსიო, ამაზე მეტი ფარისევლობა და თვალთმაქცობა არ არსებობს. სამწუხარო იცით რა არის, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი და არჩეული პრეზიდენტი, ვითომ პრეზიდენტი, სიმბოლურადაც რომ პრეზიდენტი აღარ არის და ფორმალური პრეზიდენტი რომ არის და სინამდვილეში ერთი ოპოზიციონერი, სალომე ზურაბიშვილიც რომ ჩართულია ამ თვალთმაქცობასა და ფარისევლობაში... ფარისევლობაში ხომ არ შევუერთდები?! არა, ფარისევლობაში არ შევუერთდები... ცუდად გადაირბინა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი პრეზიდენტობიდან იმ სალომე ზურაბიშვილამდე, რომელიც არის უკვე ღალატის სიმბოლოდ ქცეული, ძალიან ცუდად გადაირბინა და სწრაფად გადაირბინა, ამ როლში, და მეც მიმაჩნია, რომ ძალიან ცუდად დარბის ამ გაგებით", - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობა - "შენი ხმა ევროკავშირს" მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ მსვლელობას უერთდება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)