|
2023-12-07 11:10:40, 637 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერება აუცილებელია
სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერება აუცილებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გაავრცელა. სამინისტროს განცხადებით, აუცილებელია, "სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ", ასევე, "დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყება". „სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატოს მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნისთვის თანამედროვე ტიპის იარაღის მიწოდებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში. უწყების ცნობითვე, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს საერთო ინტერესი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტზე რეგულარული დიალოგის შესანარჩუნებლად ჟენევის ფორმატის, როგორც მრავალმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმის შენარჩუნების შესახებ. შეგახსენებთ, რომ 5-6 დეკემბერს, ჯენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი გაიმართა, სადაც ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)