|
2023-12-07 10:34:13, 7409 ნახვა
Lifestyle
ჟურნალმა Time-მა მომღერალი ტეილორ სვიფტი წლის ადამიანად დაასახელა
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა მომღერალი ტეილორ სვიფტი წლის ადამიანად დაასახელა. რეიტინგში მან აჯობა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სა და ბარბის. მომღერალი და კომპოზიტორი ტეილორ სვიფტი ჟურნალ Time-ის მიერ წლის ადამიანად დასახელდა. ჯილდო ხშირად ხვდება სახელმწიფოს ან ინდუსტრიის ტიტანებს, აღნიშნა Time-ის მთავარმა რედაქტორმა სემ ჯეიკობსმა. მაგრამ სვიფტმა, მისი თქმით, იპოვა გზა, რომ გადალახოს საზღვრები და გახდეს სინათლის წყარო. "ის იშვიათი ადამიანია, რომელიც მწერალიც არის და საკუთარი ისტორიის გმირიც", - თქვა ჯეიკობსმა. ფინალისტთა საბოლოო სიაში სვიფტმა აჯობა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სა და ბარბის. ტეილორ სვიფტი ამჟამად მსოფლიო ტურნეზეა, რომელიც უკვე გახდა ყველაზე შემოსავლიანი ტური ქალი არტისტისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)