|
2023-12-06 19:02:03, 656 ნახვა
პოლიტიკა
მერია - ვიცე-მერი ლონდონის მერის მოადგილეს შეხვდა
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, თბილისის ვიცე-მერი ლონდონის მერის მოადგილე ჯულს პაიპს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურბანული დაგეგმარებისა და სატრანსპორტო რეფორმის საკითხებს. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ლონდონის მოწინავე გამოცდილებაზე მუნიციპალური სერვისების განვითარებისა და ტრანსპორტის ნაკადების მართვის სფეროებში. მხარეებმა ასევე, იმსჯელეს ლონდონში ტრანსპორტის ფასიანი ზონების დანერგვის საფუძვლებსა და შედეგებზე. თბილისის ვიცე-მერის თქმით, აღნიშნული გამოცდილების გაზიარება თბილისისთვის მნიშვნელოვანი იქნება. „ლონდონი ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია მუნიციპალური სერვისების დანერგვა-განვითარების, ქალაქგეგმარებისა და ტრანსპორტის ნაკადების მართვის მიმართულებით. შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებს დაეთმო ყურადღება და განხილულ იქნა ლონდონის გამოცდილებები ამ მიმართულებებით, რაც თბილისისთვის მსგავსი რეფორმების გატარების პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის ეკოლოგიურად სუფთა, ფასიანი ზონების საკითხს, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის ეკოლოგიური სტანდარტის შესაბამისი ფასიანი გადაადგილების ზონებს, რომელიც ლონდონში, თითქმის 20 წელიწადია ფუნქციონირებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. ლონდონის მერის მოადგილემ თბილისის ვიცე-მერს გაუზიარა ქალაქდაგეგმარებისა და მართვის პრაქტიკა, ასევე, გააცნო სამომავლო გეგმები ტრანსპორტის ნაკადების მართვის მიმართულებით. მანვე თბილისის მუნიციპალიტეტს ტრანსპორტის სფეროს რეფორმების გატარებაში მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა. "ლონდონის მერიაში თბილისის მერიის დელეგაციის წევრები ლონდონის ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, რა დროსაც ტრანსპორტის გადატვირთული ნაკადების მართვის მექანიზმები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და შესაბამის სფეროებში გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)