|
2023-12-06 17:07:50, 773 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ენმ-ზე - სხვა დამოკიდებულება კი არ ჰქონდა კომუნისტური პარტიის ნომენკლატურას, ზუსტად ასე იყურებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებისკენ
„ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევდი, ელაპარაკონ საკუთარ ხალხს. სხვა დამოკიდებულება კი არ ჰქონდა კომუნისტური პარტიის ნომენკლატურას, ზუსტად ასე იყურებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებისკენ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. აღნიშნული კომენტარით პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა და პარტიის წევრების ამერიკაში ვიზიტს გამოეხმაურა. „ბოლო პერიოდში ვაკვირდები, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტებით გამოირჩევიან. მათ ვურჩევდი, ელაპარაკონ არა პოლიტიკოსებს ქვეყნის გარეთ, იქნება ეს ამერიკა თუ სხვა, არამედ ქართველ ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს. ისინი ამითაც აჩვენებენ, რომ საერთო ჯამში, ლეგიტიმაციას ელტვიან არა ქართველი ხალხისგან, არამედ სხვადასხვა დედაქალაქისგან. თავის დროზე სხვა დამოკიდებულება კი არ ჰქონდათ კომუნისტური პარტიის ნომენკლატურას, ზუსტად ასე იყურებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებისკენ და სწორედ იქ ეძებდნენ ლეგიტიმაციას. ამიტომ ამ ქცევით, ქმედებით, ვიზუალით და აქეთ-იქით სიარულით მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებ ქართველ ხალხს, რომ ორიენტირებული არიან არა ქართველი ხალხის ინტერესზე, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს როგორ ასიამოვნონ, მათი ყურისთვის სასიამოვნო სიტყვები თქვან. ეს აბსოლუტურად აცდენილია იმას, თუ რას უნდა აკეთებდეს პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი უნდა მუშაობდეს საკუთარ ხალხთან და არა სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებთან“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი კულმინაციისკენ მიდის. „კარგი იქნება, რაც მალე დაიშლება, კარგი იქნება, თუ პოლიტიკას საერთოდ ჩამოსცილდებიან. ეს გაყოფები, ჯგუფები ფარსია. გაყოფა ჩანს, თუმცა ასეთი რამდენი გვინახავს? „სტრატეგია აღმაშენებელი“ და გიორგი ვაშაძე თითქოს პარტიასთან დაპირისპირებაში იყო, მაგრამ ახლა „ნაცმოძრაობაშია“. ასევე გვინახავს ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია. ამას რა ჩამოთვლის, მათი სახით ლეგიონია. სინამდვილეში, ეს არის არა მათი დაშლა და დაყოფა, არამედ სხვადასხვა ფლანგზე გადანაწილება, რათა თვალი აუხვიონ ქართველ ხალხს. საერთო ჯამში, 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებით, მაგრამ ერთი ანტიქართული ფრონტით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)