|
2023-12-06 16:51:09, 733 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - შუბლის ძარღვი რომ გაწყდება, შემდეგ სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება - გახარიამ ღალატის გზა აირჩია
ადამიანს შუბლის ძარღვი აქვს, ის რომ გაწყდება, შემდეგ ასეთი სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის“. პაპუაშვილის თქმით, გახარია ეკონომიკის მინისტრიც იყო, შინაგან საქმეთა მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ახლა, როცა ეკონომიკაზე საუბრობს, "ეს აბსოლუტური ფარისევლობაა". პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიამ ღალატის გზა აირჩია. „სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ აირჩია ის გზა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ბევრს, თუ ზოგიერთს აურჩევია და ისტორიაშიც შესაბამისად შესულან. ეს არის გზა ღალატის. როცა ამ ძარღვს წყვეტ, რა თქმა უნდა, შემდეგ ასეთი ბრალდებები, ტყუილი და დეზინფორმაციაც ადვილი ხდება. ამიტომ, გიორგი გახარიას განცხადებას არც კი შევაფასებდი. მით უმეტეს, წლების განმავლობაში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ჰქონდა საქართველოს მთავრობაში და ახლა ეკონომიკაზე საუბრობს, ეკონომიკის მინისტრიც იყო, შინაგან საქმეთა მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ახლა, როცა ამ ყველაფერზე საუბრობს, ეს აბსოლუტური ფარისევლობაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)