|
2023-12-06 13:22:26, 723 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ორბანი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ნეგატიურ როლს თამაშობს
ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა, არის ის, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს ამ რეალობაში. „ქართულ ოცნებაში“ საერთოდ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მიღება,- ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე უნგრეთში მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს. ვაშაძის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ნეგატიურ როლს თამაშობს. „ფაქტია და სამწუხაროა, რომ ორბანი ამ შემთხვევაში ნეგატიურ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში. კონკრეტულად რა იქნება შინაარსი კობახიძესთან შეხვედრის, სამწუხაროდ, პროევროპული ოჯახის გაფართოების დიდი ინტერესი, „ქართულ ოცნებაშიც“ არ არის, მათ საერთოდ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. ისინი ფაქტის წინაშე არიან, რომ მათმა რუსულმა დეზინფორმაციამ ვერ იმუშავა, დანარჩენს ვნახავთ, რაზე იქნება საუბარი. მთავარია, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, ყველანი ვიდგეთ ერთად. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივა არის 9 დეკემბერს ინიცირებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი მძლავრი ხმა გავაგონოთ ევროკავშირს. ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა ის არის, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს ამ რეალობაში“,- აცხადებს ვაშაძე. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტი გუშინ, 5 დეკემბერს დაიწყო. ვიზიტი 8 დეკემბერს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)