|
2023-12-06 11:15:57, 731 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
ქართული დელეგაცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, ნატოს შტაბ-ბინაში, დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მიზანი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე დისკუსიაა. "ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა იქნება გენერალური მდივნის მოადგილესთან, ასევე მივმართავ კომისიის სხდომას. იქნება დისკუსია საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მსჯელობა შეეხება რეგიონში, საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ველოდები, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართება. კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მივიღო ნატო-საქართველოს კომისიაში. 2022 წელს, იანვარში, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ჩემი პირველი ვიზიტი სწორედ ბრიუსელში, ნატო-ს სათაო ოფისში განხორციელდა. ეს იყო მანამდე, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს დაიწყებოდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ მაშინდელ დისკუსიებს გავიხსენებთ და შესაძლებლობა გვექნება, რომ ვისაუბროთ, როგორ გაიარა საქართველომ ეს პერიოდი და როგორ შევინარჩუნეთ უსაფრთხოების გარემო იმ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ასევე ნატო-სთვისაც უსაფრთხო დერეფნის შენარჩუნებას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფნის თვალსაზრისით", - განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც პარლამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს, 6 დეკემბერს შალვა პაპუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი, დელეგაციის ვიზიტი კი 7 დეკემბერს დასრულდება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)