07:51 - 06 Jun, 2026
|
2015-01-07 10:49:49, 2862 ნახვა
საზოგადოება
მარგველაშვილი: შობის ღამეს ჩვენს სულებში სიყვარულის ყველაზე სუფთა საწყისი იბადება
საქართველოს პრეზიდენტი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი საშობაო ლიტურიგიას მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა. "მინდა ყველას მოგილოცოთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული. დღეს ჩვენს სულებში იბადება ყველაზე სუფთა საწყისი სიყვარულის, რომელიც ყველას შეუნდობს; რომელსაც აქვს ძალა იმისა, რომ ყველაფერზე მაღლა დადგეს; რომელსაც აქვს შემოქმედების ძალიან დიდი უნარი. ღმერთმა დიდხანს გაგვაძლებინოს ამ ძალით, დიდხანს გვატარებინოს ეს ძალა, არ დავივიწყოთ, ზურგი არ შევაქციოთ, არ ვუთხრათ მას უარი. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)