|
2023-12-05 19:07:58, 567 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია - ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი. უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ პარტიის დატოვების საკითხს გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. ოდიშარიას თქმით, "ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი. იმდენად შეაძულა თავი თავის პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ ხაბეიშვილის გადადგომას, არამედ საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ, უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს". "მე მესმის ამ პარტიის წევრების. რასაც დასთეს იმას მოიმკი. მთელს საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ და ხატავდნენ აპოკალიფსურ სცენებს და თავად მიიღეს რეალური აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ. "ბათუმის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარტია ზუგდიდშიც დატოვეს. პარტიას ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის 17 წევრი გამოეყო", - ნათქვამია "ქართული ოცნების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)