|
2023-12-05 17:06:56, 606 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე ყოფილ თანაპარტიელებს - რადგან დატოვეთ ენმ-ი, უნდა დატოვოთ მანდატები, თანამდებობები და მაღალი ხელფასები
რადგან დატოვეთ "ნაციონალური მოძრაობა", ასევე უნდა დატოვოთ ენმ-ით მიღებული მანდატები საკრებულოებში, თანამდებობები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, კომისიების და მაღალი ხელფასები,- ასე მიმართავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ანა წითლიძე მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ენმ-ის ფრაქციების ყოფილ წევრებს, რომლებმაც პარტიის დატოვების შესახებ განაცხადეს. წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციური პარტიის ყოფილ წევრებს "მანდატების ქურდები" უწოდა. "მე მინდა, ამ ადამიანებს მოვუწოდო - თუ თქვენ ხართ ბოლომდე გულწრფელები, მაშინ თქვენ რადგან დატოვეთ "ნაციონალური მოძრაობა", ასევე უნდა დატოვოთ "ნაციონალური მოძრაობით" მიღებული მანდატები საკრებულოებში და ასევე, "ნაციონალური მოძრაობით" მიღებული თანამდებობები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, კომისიების და მაღალი ხელფასები, რომელიც მათ აქვთ. თუ არადა, ისინიც ჩვეულებრივად იქნებიან ისეთივე მანდატების ქურდები, როგორც ეძახდნენ 2016 წელს ჩვენგან გასულ ადამიანებს სრულიად სამართლიანად. "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია სიით შეიყვანოს თავისი ხალხი... სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებისთვის მიხეილ სააკაშვილის სიტყვაზე დიდი ფასი აღმოაჩნდა ნიკა მელიას სიტყვას. გამოდის, რომ ეს ადამიანები არც არასდროს ყოფილან სააკაშვილის პარტიაში. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი მელია აღმოჩნდა. "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში არ არის კონკრეტული სახელი და გვარები. ენმ-ი ზუგდიდში არის თავისი მრავალათასიანი ამომრჩეველი და არის მიხეილ სააკაშვილი",- აცხადებს ანა წითლიძე. შეგახსენებთ, გუშინ, 4 დეკემბერს "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 7 დეპუტატმა პარტია დატოვეს. დღეს, 5 დეკემბერს იგივე გადაწყვეტილება ენმ-დან ზუგდიდისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წევრების ნაწილმაც მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)