|
2023-12-05 13:07:40, 625 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია ოპოზიციაზე - სასოწარკვეთილი დიასახლისებივით არიან, დაჭყვიტინებენ, რომ ევროპული მისწრაფება რამენაირად დააზიანონ
ახლა მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს, რომ ოპოზიციამ ენას კბილი დააჭიროს. ეს ხალხი წყობიდანაა გამოსული. სასოწარკვეთილი დიასახლისებივით არიან, დაჭყვიტინებენ, რომ იქნებ, რამენაირად, ამ ბოლო 9 დღეში ჩვენი ევროპული მისწრაფება დააზიანონ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. ოდიშარიას თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება რეგიონში სტაბილური მოკავშირეა. "გაწერილი გეგმის ფარგლებში და ახალი, 9 რეკომენდაციის შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალიან მალე, 2024 წლის ბოლოს დასაბუთებული პრეტენზია გვქონდეს იმაზე, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდებით. ახლა მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს, რომ ოპოზიციამ ენას კბილი დააჭიროს - და კიდევ, სხვა თანამდებობის პირებმა, რომლებიც მავნებლობენ. ეს ხალხი წყობიდანაა გამოსული. სასოწარკვეთილი დიასახლისებივით არიან, დაჭყვიტინებენ, რომ იქნებ, რამენაირად, ამ ბოლო 9 დღეში ჩვენი ევროპული მისწრაფება დააზიანონ, თუმცა, ვფიქრობ, ფეხი არ ჩაეტევათ. ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, ვისთან უნდა ითანამშრომლონ - "ქართული ოცნების" ხელისუფლება რეგიონში სტაბილური მოკავშირეა", - განაცხადა ოდიშარიამ. შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)