|
2023-12-05 11:46:59, 598 ნახვა
პოლიტიკა
„გირჩი-დროა“ - საარჩევნო უბნების გასახსნელად ხელმოწერების შეგროვება 14 ქალაქში დაიწყო
"გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" თავმჯდომარეებმა - ელენე ხოშტარიამ და ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას კამპანიის "საარჩევნო ყუთი შენ ქალაქში" მიმდინარეობა გააცნეს. როგორც ხოშტარიამ და ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, 2024 წლის არჩევნებისთვის, საარჩევნო უბნების გასახსნელად 14 ქალაქში ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია. "2024 წლის არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობისთვის აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ირლანდიის, კანადის და ბელგიის 14 ქალაქში, "გირჩი-დროას" ორგანიზებით, უკვე დაიწყო მოქალაქეთა მობილიზაცია და გროვდება ხელმოწერები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოსთვის მისამართად, რათა აღნიშნულ ქალაქებში გაიხსნას საარჩევნო უბნები. ცინცინატში (აშშ) 50 ხელმოწერა უკვე შეგროვებულია და განცხადებაც მზადაა. "გირჩი-დროას" გუნდი მივმართავთ ამ ქალაქებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, დაგვიკავშირდნენ, რათა დავეხმაროთ ადგილზე ხელმოწერებისა და განცხადებების ორგანიზებაში ჩართულ ადამიანებთან დაკავშირებაში. ასევე, მივმართავთ უცხოეთის სხვა ქალაქებში მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს, დაგვიკავშირდით, რათა საარჩევნო უბანი თქვენს ქალაქშიც გაიხსნას",- აცხადებენ ლიდერები. ქალაქების სრული ჩამონათვალი, რომლებშიც საარჩევნო უბნის გასახსნელად დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება: 1. აშშ - ფილადელფია
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)