|
2023-12-04 15:07:57, 595 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთივე მოძალადე და კორუმპირებულ პარტიად რჩება, როგორიც იყო
"ნაციონალური მოძრაობა" ისეთივე მოძალადე და კორუმპირებულ პარტიად რჩება, როგორიც იყო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ენმ-ში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესები არა შინაარსობრივი, არამედ არითმეტიკული მნიშვნელობის მატარებელია. "ამ პროცესს "ნაციონალურ მოძრაობაში" არა შინაარსობრივი, არამედ არითმეტიკული მნიშვნელობა აქვს. აქ არ არის დავა ღირებულებებზე. "ნაციონალური მოძრაობა" ისეთივე მოძალადე პარტიად რჩება, როგორიც იყო; "ნაციონალური მოძრაობა" ისეთივე კორუმპირებულ პარტიად რჩება, როგორიც ის იყო თავიდანვე; "ნაციონალური მოძრაობა" ისევ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი რჩება, როგორც იყო მიუხედავად იმისა, როგორ გაიყოფიან. ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის. აქამდე, "სტრატეგია აღმაშენებელი" ვითომ გამოეყო, მერე ისევ შეუერთდნენ. გამოეყო "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი", "დროა", "ლელოს" ნაწილი - ბევრი ვინც გამოეყო, ეს ხომ ფარსია სინამდვილეში. ღირებულებებით არიან ისინი ერთნი... არჩევნებზე საზოგადოება კიდევ ერთხელ მიუჩენს ადგილს ამ პოლიტიკურ დაჯგუფებებს",- თქვა შალვა პაპუაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)