|
2023-12-04 14:50:04, 599 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - იურიდიულ პირებს პარტიების მიმართ შემოწირულობების გაღება შეეზღუდებათ - ოპოზიციას კრიტიკული მოსაზრება არ ჰქონია
იურიდიულ პირებს მთლიანად შეეზღუდებათ შემოწირულობების გაღება პარტიების მიმართ - ეს ერთი და მეორე - მშპ-სთან ფარდობა წლის განმავლობაში ხარჯისა კიდევ უფრო დაიწევს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიების დაფინანსების ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომდგენლებს უთხრა, ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიცია ინფორმირებული იყო და მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრება არ გამოუთქვამთ. "შარშან ეს შეფარდება მშპ-სთან 0,1-დან დავწიეთ 0,05-მდე და ახლა პროექტის იდეა არის, რომ დაიწიოს კიდევ 0,01-ით და 0,04 იყოს. რაც შეეხება იურიდიული პირების მხრიდან დაფინანსების აკრძალვას, ეს გახლავთ ხანგრძლივი რეკომენდაცია, რომელიც იყო ვენეციის კომისიის ან ეუთოს ფარგლებში, მათ შორის ახლაც, ბოლო დასკვნაზე, რომელიც შეეხებოდა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტს, არის ეს რეკომენდაცია გაცემული. გამიკვირდა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის განცხადება, რომ თითქოს, ეს ცვლილება არის მიმართული ოპოზიციის წინააღმდეგ და ა.შ... შევთანხმდით და ამასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრება არავის არ ჰქონია. გასაგებია, რომ საჯაროდ, ტელევიზიების წინ ისინი ცდილობენ, მსხვერპლად წარმოაჩინონ საკუთარი თავი",- თქვა პაპუაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)