06:40 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 13:47:12, 741 ნახვა

პოლიტიკა
მედია - ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა

ინგუშეთში გასული კვირის ბოლოს რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, შეხვედრა ტურიზმსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კულტურულ ფასეულობებს მიეძღვნა.

მათივე ინფორმაციით, მხარეები სატრანსპორტო კავშირების ორგანიზებაზე, ახალგაზრდული ფესტივალის გამართვასა და ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შექმნაზე შეთანხმდნენ.

"გარდა ამისა, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრის მონაწილეები იმყოფებოდნენ ინგუშეთის გავლით საქართველოში ახალი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ადგილას", - წერს "ეხო კავკაზა".

მედიის ცნობით, ინგუშეთიდან საქართველოში რკინიგზის შესაძლო მშენებლობის შესახებ მსჯელობა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მანამდე სარკინიგზო ხაზის შემოთავაზებული მარშრუტიც დაასახელა და პროექტის მიზნებზე ისაუბრა. კერძოდ, აღნიშნა, რომ მიზანი "სტაბილური სატრანსპორტო სარკინიგზო კავშირის დამყარებაა კავკასიონის ქედის გავლით, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის, სატვირთო და სამგზავრო მარშრუტების შესამცირებლად".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics