|
2023-12-02 16:03:58, 690 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე - ყველას აქვს ძალაუფლების მოხვეჭის სურვილი
სასაცილოა. როგორც ზეთი და წყალი არ აირევა არასდროს ერთმანეთში, ისე თუ არ დაავალეს გარედან, თუ წნეხი არ შეიქმნა მათ თავს, ხაზარაძე და გახარია ერთად ვერასდროს მოძოვენ პოლიტიკურ ველზე იმიტომ, რომ დეკლარირებულად სძულს ამ ორ პარტიას ერთმანეთი, წარსული გამოცდილება აქვთ მტრული, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა. ოდოშარიასთქმით, ვინც არ უნდა გაერთიანდეს „ქართული ოცნების" წინააღმდეგ, არაფერი გამოვა. „თუ უბრალოდ უნდათ, რომ ვიღაცასთან გაერთიანდნენ ერთ კაციანი პარტიების მეტი რა არის საქართველოში. მგონი 220 პარტიაა რეგისტრირებული და შეუძლიათ თითო თითო ყველა პარტიიდან წაიყვანონ ადამიანი. ერთსაც და მეორესაც ფული საკმაოდ აქვს და დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან ასეთ პარტიებში თითო ადამიანი მაინც, რომელიც დიდი სიამოვნებით წურბელასავით მიეწებება ამ უზარმაზარ შესაძლებლობას და ფულის ტომარას. დანარჩენ შემთხვევაში გაერთიანება უნდა მოხდეს იდეოლოგიური. რაღაცისადმი უნდა იყოთ ერთად მიდრეკილი და ადამიანებს აქვთ თავიანთი მიზნები, ყველას აქვს ძალაუფლების მოხვეჭის სურვილი, სხვა არაფრის სურვილი აქვთ და რის გარშემო უნდა გაერთიანდნენ. გაერთიანდებიან, დაიშლებიან. საქართველო ვერ მოიგებს ამით. ამიტომ, ვინც გაერთიანებული ვართ პროცესიც ევროპულად მიდის „ქართულ ოცნებაში“. აკვირდებით ხომ როგორ ვითარდება, ჩვენთან თავმჯდომარე თუ წავა, მეორეს ვირჩევთ დემოკრატიულად. როცა ხედავს საზოგადოება, რომ მშვიდი, წყნარი, მართლაც დემოკრატიული ორგანიზმია „ქართული ოცნება“, ვინც არ უნდა გაერთიანდეს ჩვენს წინააღმდეგ ჩვენს ჯინაზე, არაფერი გამოვა, ის დრო დამთავრდა. ძალიან გაიზარდა ქართველი ამომრჩეველი და პრაგმატულ სარგებელს ეძებს, რაც არის ეკონომიკური ზრდა და მშვიდობა პირველ რიგში. აბა ამათი მიშვება იქნება? მოსიარულე ასანთები არიან და როგორც ასანთის და აალებადი ნივთიერების გაკარება არ შეიძლება, ისე ამათი გაკარება არ შეიძლება ძალაუფლებასთან“, - განაცხადა ოდიშარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)