|
2023-12-01 13:28:01, 808 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - ზურაბიშვილმა რა ლექცია უნდა ჩაატაროს - როგორ ფეხებზე ჰკიდია საქართველოს კონსტიტუცია, ეს უნდა აუხსნას?
ზურაბიშვილმა რა ლექცია უნდა ჩაატაროს, ან ვის რა უნდა ჩაუტაროს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ღუდუშაურის თქმით, ერთადერთი, რისი ახსნაც სტუდენტებისთვის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, არის, ის თუ როგორ უნდა დაარღვიოს კონსტიტუცია. "უფუნქციოდ დატოვებული, უფუნქციოდ დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი ახლა ცდილობს - ვინ უშლიდა, რა ღირებულების მატარებელი არის, ან რა ფუნქციის მატარებელია, ზურაბიშვილმა რა ლექცია უნდა ჩაატაროს, ან ვის რა უნდა ჩაუტაროს იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, უნდა მივიდეს და ჩვენს მომავალ თაობას უნდა აუხსნას, ბოდიში და - როგორ ფეხებზე ჰკიდია საქართველოს კონსტიტუცია, ეს უნდა აუხსნას, როგორ გათელა, პრაქტიკულად, საქართველოს სუვერენიტეტი, როდესაც მან კონსტიტუციური პრინციპები დაარღვია - დღისით, მზისით, საჯაროდ“, - განაცხადა ღუდუშაურმა. ცნობისთვის, გუშინ, 30 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და პეტიციაზე ხელი მოაწერინონ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)