|
2023-12-01 13:14:22, 825 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ სიზმარში საშინელებათა ფილმები აღარ ნახოს
ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, საფრთხეებს რომ უწოდებთ, სიზმარში აღარ ნახოს,- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, ევროსაბჭოშიც და ევროკავშირშიც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთი და იგივე მიდგომაა და ეს მიდგომა პოზიტიურია. "ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, საფრთხეებს რომ უწოდებთ, სიზმარში აღარ ნახოს. ევროსაბჭოშიც და ევროკავშირშიც ყველამ კარგად იცის, რომ ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია. მეტიც, სამართლიანი გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ "ხალხს მისცეს და მთავრობას არა" - ჩაბარდა წარსულს იმიტომ, რომ ეს ხალხი ცხოვრობდა ერთ წლის წინაც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოშიც და ევროკავშირშიც არის ერთი და იგივე მიდგომა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ეს არის პოზიციური",- განაცხადა მაჭარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)