|
2023-11-30 19:58:32, 814 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში მომხდარ დაპირისპირებაზე - მზად ვართ პუტინისტების თავდასხმები ფიზიკურად მოვიგერიოთ
ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში. ცხადია, თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილი სოლიდარობას უცხადებს მის თანაგუნდელებს და აღნიშნავს, რომ “რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა, პანიკა მატულობს”. “გადაჭამეს აჭარა, კორუფცია, უსამართლობა, სეკვესტრირებული ბიუჯეტი, გარუსებული ქოცების დეპუტატები. უსახელო-უგვარო და უავტორიტეტო, რუსული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს თანამებრძოლებს. ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში. ცხადია, თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები. ჩემი სოლიდარობა ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს და ძმებს. რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა, პანიკა მატულობს”, - წერს ლევან ხაბეიშვილი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)