|
2023-11-30 17:26:25, 1092 ნახვა
პოლიტიკა
„პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე“ - ენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ. თავმჯდომარეები "ძალა ერთობაშიას" "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომელსაც "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და მოქმედი მენეჯმენტის მიერ გადაიდგა მთელი რიგი არასწორი ნაბიჯები, რომელიც არ ემსახურებოდა პარტიის ერთიანობას და მის გაძლიერებას, რამაც პარტიაში გამოიწვია მძიმე პოლიტიკური კრიზისი. მოახლოვებული 2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ერთიანი ძალებით მოქმედებისთვის, როგორც დროებითი ღონისძიება, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს სრული გადატვირთვა და პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე. კერძოდ:
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, ზუგდიდის, ხობის, ფოთის, ცაგერის, ამბროლაურის, ქუთაისის, ჭიათურის, მცხეთის, კასპისა და ახალციხის საკრებულოებში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წევრები მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომისა და პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების მოწოდებით გამოვიდნენ. გუშინ, 29 ნოემბერს ამავე მოწოდებით კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოების ენმ-ის ფრაქციები და თბილისის ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები გამოვიდნენ. გუშინვე, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა და გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების საფუძველზე, ენმ-ის პოლიტსაბჭოს 20 ახალი წევრი დაემატა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)