|
2023-11-30 12:47:04, 600 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - CAREC-ის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ძალიან აქტიური ეკონომიკური პარტნიორები არიან
საქართველო პირველად მასპინძლობს CAREC-ის მინისტერიალს, პირველად არის თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენთვის პატივია, რომ საქართველოში გვყავს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციები. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა თანამშრომლობის, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მხრივ ცენტრალური აზიის, კავკასიის, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე საუბრისას განაცხადა. დავითაშვილის თქმით, CAREC-ის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ძალიან აქტიური ეკონომიკური პარტნიორები არიან. კავშირების აღდგენა და გამყარება კი, რაზეც საუბარია მინისტერიალის ფარგლებში, მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების კუთხით. მისი თქმით, მინისტერიალის ფარგლებში განიხილება ასევე 2030 წლის კლიმატის გეგმები - თითოეულ ქვეყანას აქვს კლიმატის ცვლილების შერბილების, შემცირების საკუთარი სტრატეგია. „მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხითაც, რომელიც, მათ შორის ითვალისწინებს კლიმატის მიზნებს, რომელიც საერთაშორისო დონეზე ქვეყნებს აღებული აქვთ, როგორც ვალდებულება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მინისტერიალმა დღეს დაიწყო მუშაობა. საქართველო წელს პირველადაა CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წელს გაწევრიანების შემდეგ. მისივე თქმით, კონფერენცია ძალიან სასარგებლოდ ჩაივლის, რადგან საქართველოსაც აქვს მნიშვნელოვანი სათქმელი და კომპლექსური გეგმა კლიმატის შერბილების კუთხით. დავითაშვილის თქმითვე, ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც საკმაოდ აგრესიულია ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ასევე ითვალისწინებს ამ პრიორიტეტებს. „უნდა აღინიშნოს, რომ CAREC-ის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში 3 მილიარდზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, კომპლექსური დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს კავშირების გამყარებას სხვადასხვა მიმართულებით - ესაა სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ციფრული თუ სავაჭრო კავშირების გამყარება პროგრამის წევრ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან", - დასძინა დავითაშვილმა. თბილისში მიმდინარე მინისტერიალს ესწრებიან CAREC-ის მონაწილე ათი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. მინისტერიალი განიხილავს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა საკითხებს.
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 8 პირი საპროცესოს გაფორმების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლეს
სუს: ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს
გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)