|
2023-11-29 12:47:21, 703 ნახვა
პოლიტიკა
„სკამს ნუ ჩაეჭიდები“ - ენმ-ის თბილისის ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ. მათ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილის ენმ-ის თავმჯდომარედ არჩევა მოხდა, პარტიამ წევრები გარიყა. "ეს ის ცნობილი ოფისია, რომელიც სამწუხაროდ მაისის თვეში დაგვიკეტეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ჩვენ განსხვავებულად ვფიქრობდით. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაგვიკეტეს, რომ ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციაზე ნიკა მელიასთან ერთად მივედით. მეორე დილით ოფისი დაიკეტ, თუმცა, ოფისს ვინ ჩივის, ჩემს გვერდით დგანან ადამიანები, ეს ზღვაში წვეთია კიდევ იმ ადამიანებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, ახალმა მენეჯმენტმა გარიყა პარტიული სივრციდან, ყველა პოზიციებს ჩამოაცილა. შენმა არასწორმა მმართველობამ ადამიანები სრულიად გარიყა პარტიიდან. ჩემო მეგობარო ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები, არ გიღირს იმად, რომ პარტიის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე შავი ასოებით შევიდეს შენი მმართველობა, შენი თავმჯდომარეობა, ისევე, როგორც დღევანდელი წარმოდგენილი მენეჯმენტის. ამიტომ, მოგიწოდებთ ლევან, რომ გადადგე დაკავებული თანამდებობიდან",- განაცხადა ენმ-ის წევრმა, ბესო გაზდელიანმა. შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომისა და პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების მოწოდებით ზუგდიდის, ხობის, ფოთის, ცაგერის, ამბროლაურის, ქუთაისის, ჭიათურის, მცხეთის, კასპისა და ახალციხის საკრებულოებში ენმ-ის ფრაქციების წევრებიც გამოვიდნენ. დღეს, 29 ნოემბერს, ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)