|
2023-11-28 21:21:53, 553 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - რაჭაში დაცული ტერიტორიების გაფართოვებაზე მუშაობა მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის გაუქმების საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილება სამართლებრივი პროცესის შემდეგ მიიღო. მინისტრმა ჟურნალისტებთან შემდგომ პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაჭაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაცული ტერიტორიების შექმნაზე მუშაობა, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. მინისტრმა პროტესტის მონაწილეებს მოუწოდა ჩაერთონ პროცესში, ითანამშრომლონ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, რომ მიღებული გადაწყვეტილება მოემსახუროს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს და, რა თქმა უნდა, რეგიონის უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვას. ,,გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა მთელი რიგი სამართლებრივი პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ მაისის თვიდან დაიწყო. გადაწყვეტილებას ასევე წინ უძღოდა ზეპირი მოსმენა, სადაც ჩართული იყო ყველა მხარე: ადგილობრივი ხელისუფლება, სატყეო სამსახური, დაცული ტერიტორიების სააგენტო, რა თქმა უნდა, ლიცენზიანტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას. არსებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოდგენილი იყო ყველა მონაწილეს მხრიდან. წელიწადსა და რვა თვეზე მეტია გასული აღნიშნული ლიცენზიის გაცემიდან და არანაირი მნიშვნელოვანი აქტივობა ლიცენზიანტის მხრიდან განხორციელებული არ არის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. ქვეყანაში უზრუნველყოფილია გარემო, რომ განხორცილდეს ინვესტიციები და მთავრობა ამას მაქსიმალურად უწყობს ხელს, თუმცა როდესაც ვხედავთ ვალდებულებების შეუსრულებლობას, პროცესს წლები ვერ დაველოდებით და შესაბამის გადაწყვეტილებას ვიღებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)