|
2023-11-28 09:45:36, 832 ნახვა
პოლიტიკა
TASS - დეკემბრიდან Georgian Airways-ი თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ფრენებს იწყებს
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ფრენებს იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, აღნიშნული მიმართულებით ფრენები 10 დეკემბრიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება. "10 დეკემბრიდან Georgian Airways-ი ფრენებს სანქტ-პეტერბურგს და საქართველოს დედაქალაქს შორის იწყებს. პულკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და კვირას შესრულდება“, - ნათქვამია პულკოვოს აეროპორტის განცხადებაში. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა. პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვა რუსულ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე გასცა. რაც შეეხება Georgian Airways-ს, ავიაკომპანიამ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ნებართვა 16 მაისს მიიღო.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)