|
2023-11-27 23:02:11, 749 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს იდენტობა, სჭირდება ის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროსტრუქტურებშია დაცული
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს იდენტობა, ის, რაც ყველაზე ძვირფასია არის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროპაში და ევროსტრუქტურებშია დაცული. ,,ჩვენი ხმა ევროპას“- ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს იდენტობა, ის, რაც ყველაზე ძვირფასია, სჭირდება ის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროპაში და ევროსტრუქტურებშია დაცული. არცერთი სხვა ორგანიზაცია არ არსებობს, სადაც მხოლოდ ნებაყოფლობით არიან გაწევრიანებული [ქვეყნები], ასეთი ორგანიზაცია ისტორიამ არ იცის; სხვა ისტორიამ იცის იმპერიები და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორი იმპერიები იყო ჩვენს ირგვლივ და თუ რა შედეგი მოუტანა ამ ქვეყანას. ცოდნა - ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის ის, რომ ევროპის კარები გაიხსნა. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ვიზალიბერალიზაციაა ის მთავარი რამ, რაც მივიღეთ, მაგრამ არა მხოლოდ. მაგალითად, ,,ერასმუსის“ პროგრამა, ერთ-ერთი ძალიან დიდი მიღწევაა, რითაც სარგებლობს ბევრი ჩვენი ახალგაზრდა, ასევე სხვა მიზნობრივი პროგრამები, მაგრამ ,,ჰორაიზონ ევროპა“ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის; შემოქმედებითი ევროპა -,,კრეატივ ევროპა“ კულტურის სფეროსათვის, რომელიც ასევე ჩვენი შესაძლებლობის გახსნისა და გაშლისათვისაა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)