|
2023-11-27 14:29:28, 614 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - რეკორდულია დასაქმების დონე - აი, ეს მოიტანა ჩვენი მთავრობის სწორმა ნაბიჯებმა
ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც - აი, ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა ნაბიჯებმა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება "არც მშვიდობა იქნებოდა და არც ეკონომიკური ზრდა". "მინდა, გამოვეხმაურო საქსტატის მიერ წინა კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ეკონომიკურ აქტივობას, დასაქმების საკითხებს. წელს, ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა - მესამე კვარტალშიც გაიზარდა, მეორეშიც, პირველშიც მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა და ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - მილიონ 366 000 დასაქმებულია წელს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად რა არის საქსტატის მიხდვით გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე, რეკორდულია დასაქმებიც დონეც. აი, ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა ნაბიჯებმა, მშვიდობის პოლიტიკამ. დღეს რომ ყოფილიყო წინა მთავრობა, დღეს მშვიდობაც არ იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა. ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ, გაანადგურებდნენ როგორც ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა",- თქვა ღარიბაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)