00:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 14:02:50, 609 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ - სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პროფესიულ სწავლებას მსურველებს უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესთავაზებს

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პროფესიულ სწავლებას მსურველებს უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

მათი ცნობით, USAID-ის გრანტის, სს „საქართველოს რკინიგზის”, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისა” და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ჰიბრიდული ცენტრები სამტრედიასა და თეთრიწყაროში გაიხსნება. 

„სტუდენტები სარკინიგზო პროფესიებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაეუფლებიან. სასწავლო ფართები კოლეჯს „საქართველოს რკინიგზამ" გამოუყო. აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სტუდენტები სხვადასხვა რკინიგზულ პროფესიებს სწავლობენ, წარმატების შემთხვევაში კი, კომპანიაში დასაქმების პერსპექტივა აქვთ. 

„საქართველოს რკინიგზა" უკვე წლებია, აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას",- ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics