23:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 00:49:04, 839 ნახვა

საზოგადოება
შავ ზღვაზე შტორმი მძვინვარებს რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებს უახლოვდება

შავ ზღვაზე შტორმი მძვინვარებს რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებს უახლოვდება.

ამ დროის მდგომარეობით ანაკლია-განმუხური - შტორმია და ქარიშხალი. ხოლო გაგიდა, ფიჩორი - ქარიშხალი.

დროებით ოკუპირებულ ყირიმში ქარიშხალი მძვინვარებს, პარალელურად, წვიმს და თოვს კიდეც. ქარბორბალამ მრავალწლოვანი ხეები ფესვებიანად მოგლიჯა, სახურავები გადახადა სახლებსა და საცხოვრებელ კორპუსებს. სანაპიროები, უმეტესწილად, წალეკილია ტალღებისგან, რომელთა სიმაღლე 9 (!) მეტრს აღწევს. სახლების ნაწილი ჩაიძირა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, ნახევარკუნძულის ზოგ რაიონებში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს და  მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის.

27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6-ბალიანი შტორმი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics