|
2023-11-24 17:45:33, 605 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა მელიაზე - თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და პარტიის წევრად არ განვიხილავთ
ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, რომ ის ერთობის მანიფესტს არ უერთდება - შესაბამისად, მან თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და მას არ განვიხილავთ პარტიის წევრად,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს უთხრა, მელიამ "გეოპოლიტიკურ არჩევნებში ენმ-თან ერთად შესვლის შესაძლებლობა არ გამოიყენა". "ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინდელი შესაძლებლობა მან არ გამოიყენა იმისთვის, რომ ეს ერთობის დოკუმენტი ყოფილიყო მისთვისაც ახალი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ერთიანი ძალებით შევსულიყავით გეოპოლიტიკურ არჩევნებში. მან თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და ეს განმარტება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალიან ცალსახად გააკეთა და შესაბამისად, არ განვიხილავთ მას პარტიის წევრად... მე არ მინახავს სხვა ადამიანების კონტრშეთავაზებები და კონტრდოკუმენტები და არც ასეთი მკაფიო უარი, რომ ისინი არ უერთდებიან პრეზიდენტი სააკაშვილის ერთობის მანიფესტს. ასეთი განაცხადი და ასეთი კონტრშეთავაზება მოვისმინე მხოლოდ ნიკა მელიას მხრიდან. მე ვთვლი, რომ მათ შესაბამისად გაიზიარეს ერთობის მანიფესტის სულისკვეთება",- ამბობს ბოკუჩავა. შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელიც 11 პუნქტისგან შედგება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)