|
2023-11-24 11:58:52, 560 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ლაცაბიძე - როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის განვითარებაზე, უხერხულია საუბარი ოპოზიციური საკრებულოს დაყენებულ საკითხებზე, როგორიც არის ფარდა-ჟალუზების შესყიდვა, მათი პრემია/დანამატები
დღეს, ალბათ, ბიუჯეტს თუ არ უჭერენ მხარს, სხდომაზე რჩება ის, რომ შემოგვთავაზონ პოლიტიკური სპექტაკლი და სამწუხაროა, რომ მეც მიწევს ამაში მონაწილეობის მიღება,- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის საკრებულოში დაგეგმილ დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ქალაქის მომავალი ბიუჯეტი იქნება განხილული. "ვალდებული ვარ, ჩემი ქალაქის და რუსთაველების წინაშე, რომ თუ ერთი პროცენტი მაინც არსებობს იმის, რომ დავარწმუნო, კიდევ მეტი დეტალი გავაჟღეროთ ბიუჯეტთან და ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, მზად ვარ, მოვისმინო კითხვები და ვუპასუხო ყველა იმ კითხვას, რომელიც მათ ექნებათ. ჩვენი ქალაქისთვის ეს ბიუჯეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი",- აღნიშნა ლაცაბიძემ. მისი განცხადებით, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ნაცვლად საგნობრივი მსჯელობისა, იყო პოლიტიკური განცხადებები. „კომისიებში დარგების მიხედვით მსჯელობის სანაცვლოდ იყო უფრო პოლიტიკური განცხადებები, თუმცა, ჩვენი გუნდი მზად იყო, ყველა დეტალზე პასუხი გაეცათ. სამწუხაროა ის არგუმენტები, რა არგუმენტებითაც ბიუჯეტი დაიწუნეს და ეს არის ძირითადად საკრებულოს ბიუჯეტის იმგვარად არგაზრდა, როგორიც მათი მოთხოვნა და სურვილი იყო. მაგალითად, იყო პრემია-დანამატების კუთხით გაზრდილი. ცოტა უხერხულია, დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის განვითარებაზე, ვისაუბრო მათი მხრიდან დაყენებულ საკითხებზე, როგორიც არის ფარდა-ჟალუზების შესყიდვა საკრებულოსთვის და ამგვარი არაღირებული საკითხების გაჟღერება იმ მოსახლეობასთან, რომლებიც სტუდენტების დაფინანსებას ელოდებიან, ავარიული კორპუსების გამაგრებას, ქუჩების რეაბილიტაციას, სოციალური და ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებას ელოდებიან",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)