|
2023-11-23 16:18:48, 789 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი რეზოლუციაზე - ევროპამ საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენა
ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას. ზურაბიშვილის თქმით, რეზოლუცია ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან. "ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით იყო წარდგენილი, მხარი 495-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგ წავიდა, 50-მა კი თავი შეიკავა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)