|
2023-11-23 14:33:56, 681 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ეს რეჟიმი დამარცხდება შინაარსზე ფოკუსირებით და არა ივანიშვილის ფრაზების გადამღერებით
ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება შინაარსზე ფოკუსირებით და არა ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და გაერთიანებაზე მუდმივი სპეკულირებით,- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას. ბოკერიას თქმით, პროდასავლურ ძალებს გაძლიერება სჭირდებათ, რადგან "შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და პროდასავლურ პარტიებს ჯამი აქვთ გასაზრდელი". მისივე განცხადებით, ამის გარეშე "პუტინისტური სულიკვეთების ივანიშვილის რეჟიმი" არ დამარცხდება. „ეს რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ შინაარსზე ფოკუსირებითა და მოლაქეებთან პირდაპირი კონტაქტით, რასაც "ევროპული საქართველო აკეთებს". ეს ვერ მოხდება ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და მუდმივად იმაზე სპეკულირებით, თუ ვინ ვისთან გაერთიანდება",- ამბობს ბოკერია. ცნობისთვის, "ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "შუა უნდა შეიკრიბოს".
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)