|
2023-11-23 11:52:49, 660 ნახვა
პოლიტიკა
ბარამიძე - დღეს, როგორც არასდროს, „ვარდების რევოლუციის“ იდეები მნიშვნელოვანია
მინდა, ყველა პატრიოტს მივულოცო "ვარდების რევოლუციის" 20 წლის იუბილე, იმ რევოლუციისა, რომელმაც საქართველო აქცია თანამედროვე, ცივილიზებულ სახელმწიფოდ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. ბარამიძის თქმით, დღეს, როგორც არასდროს, "ვარდების რევოლუციის" იდეები მნიშვნელოვანია. „ამ წლების განმავლობაში მოხდა საქართველოში იმ ინსტიტუციების შექმნა, რამაც საშუალება მოგვცა, დღეს ვისაუბროთ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად; ვისაუბროთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და ეს ყველაფერი რეალობა იყოს. მე მინდა, მივლოცო ყველა პატრიოტს განურჩევლად პარტიულობისა; განსაკუთრებით მინდა, მივულოცო ჩვენს პატრიოტ პოლიციელებს, რომლებიც წარმოადგენენ იმ პოლიციას, რომელიც შექმნა მიხეილ სააკაშვილის გუნდმა; ჩვენს სამხედროებს, ჩვენს ჯარს, რომლებიც ასევე არიან სამშობლოს სადარაჯოზე და რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა; მინდა, მივულოცო ყველა პედაგოგს, რომელიც დღეს სულ სხვა მდგომარეობაშია, ვიდრე იყო "ვარდების რევოლუციამდე"; მინდა, მივულოცო ლექტორებს, მოსწავლეს, სტუდენტს - ის, რომ მათ არ სჭირდებათ ჩაწყობით და ფულის გამოყენებით გამოცდების ჩაბარება; მივულოცო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც სარგებლობს იუსტიციის სახლების სერვისით და ყველა ადამიანს, რომლისთვისაც ძვირფასია ნორმალური, ცივილიზებული საქართველო; მინდა, მივულოცო ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც მიუხედავად ოკუპანტის ყოველდღიური აგრესიისა, პროვოკაციებისა, ჩვენი მოქალაქეების გატაცებისა, მკვლელობისა, ისინი მედგრად დგანან სამშობლოს სადარაჯოზე და იციან, რომ ჩვენი ერთიანობით საქართველო, ჩვენი მეგობრების დახმარებით აუცილებლად მშვიდობიანად გამთლიანდება; მინდა ყველა საქართველოს პატრიოტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ საქართველოს ემიგრანტებს მივულოცო დღევანდელი დღე, რომლებმაც ქვეყნის სიდუხჭირის, თავდასხმების და სხვა მრავალი მიზეზის გამო დატოვეს საქართველო, მაგრამ იმედი აქვთ, რომ დაბრუნდებინ, მომავალს იმედით უყურებენ და სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული, მშვიდობიანი, ერთიანი, გამთლიანებული, ცივილიზებული, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი. დღეს, როგორც არასდროს, "ვარდების რევოლუციის" იდეები არის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია, რომ რაც ჩვენ შევძელით, მომავალში გაგრძელდეს, რაც ვერ შევძელით და სადაც იყო პრობლემები, ის პრობლემები ყველამ ერთად გამოვასწოროთ ერთობლივი ძალისხმევით",- განაცხადა ბარამიძემ. შეგახსენებთ, დღეს, 23 ნოემბერს "ვარდების რევოლუციიდან" 20 წელი გავიდა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)