|
2023-11-23 11:16:26, 634 ნახვა
პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი - საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტური ცივსისხლიანად იმ დროს მოკლეს, როდესაც მამის საფლავს სტუმრობდა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტური ცივსისხლიანად იმ დროს მოკლეს, როდესაც ის მამის საფლავს სტუმრობდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვისას განაცხადა. აუსტრევიჩუსის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალები პროვოკაციის აქტიურ პოლიტიკას აწარმოებენ. "საქართველოს ტერიტორიის 20% არის პირდაპირი მტკიცებულება რუსეთი საოკუპაციო ძალების დანაშაულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა. რუსეთის საოკუპაციო ძალები აწარმოებენ პროვოკაციის აქტიურ პოლიტიკას; მუდმივად აფართოებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, იტაცებენ და ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას. თამაზ გინტური ცივსისხლიანად მოკლეს იმ დროს, როდესაც ის სტუმრობდა მამის საფლავს", - განაცხადა აუსტრევიჩუსმა. ცნობისთვის, გუშინ, 22 ნოემბერს ევროპარლამენტში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართა. 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. 11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)