21:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 17:06:17, 761 ნახვა

მსოფლიო
გუტერეში - ისრაელ-„ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ისრაელ-„ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმებას გამოეხმაურა. 

როგორც გუტერეში აღნიშნავს, მიღწეული შეთანხმება  მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო.

„მივესალმები შეთანხმებას, რომელსაც „ჰამასმა“ და ისრაელმა მიაღწიეს, კატარის შუამავლობითა და ეგვიპტისა და აშშ-ის მხარდაჭერით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო“, - განაცხადა გუტერეშმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ნოემბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ დროის განმავლობაში გამოცხადება ცეცხლის შეწყვეტის პაუზებიც.

შეთანხმებას მხარი ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics