11:34 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 15:03:07, 914 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - სააკაშვილის განცხადებები ნიშნავს თავხედობას, განწირული ვითომ პოლიტიკოსის ფართხალს და ძველი ცოდვების ჩამოწერის მცდელობას

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ნიშნავს, ერთი მხრივ, თავხედობას, მეორე მხრივ, განწირული ვითომ პოლიტიკოსის ფართხალს, მესამე მხრივ, თავისი ძველი ცოდვების ჩამოწერის მცდელობასთან გვაქვს საქმე და ამ ერთმანეთში არეულ ბევრ ცუდ რაღაცასთან,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა უკანონობაა.

"მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თავად თქვა ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი, დღეს ცდილობს, ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში უკანონოდ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი რბილი რამ, რაც კი მას დაუშავებია. უკანონობაა მისი ჩართვა, რაც აქამდე განახორციელა ქართულ პოლიტიკაში იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება და სხვათა შორის, ამას სხვა პრევენციული ნეგატიური ეფექტები შეიძლება ჰქონდეს. ასე შეიძლება ოკუპანტი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელმა მოინდომოს ჩართვა - ბუნებრივია, ეს არ განხორციელდება და კიდევ უფრო ხისტი და განსხვავებულად მკაცრი მიდგომა ექნება სახელმწიფოს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, დავანებოთ თავი, რა ცოდვები აწევს - დღეს საქართველოს მოქალაქე არ არის და მაინც ცდილობს ჩაერიოს. ეს არის აბსოლუტური უკანონობა. ამას არცერთი ქვეყანა არ უშვებს",- ამბობს მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics