|
2023-11-21 11:18:06, 793 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ 9 ნაბიჯის გადადგმა დაწყებულია და რაც მთავარია, არ გვსურს ლოდინი
ჩვენ გვინდა დავინახოთ პროგრესი ყველა მიმართულებით და რაც მთავარია, არ გვსურს ლოდინი. გვინდა ვნახოთ, რომ 9 ნაბიჯის გადადგმა დაწყებულია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკომისიის ცხრა ნაბიჯიდან მეოთხე სამართლიანი არჩევნებია და ქართველებზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოახდენენ ისინი საარჩევნო კამპანიის ორგანიზებას. "8 ნოემბერს ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის სტატუსის მიღებაზე. ევროკომისიამ ასევე დაასახელა ცხრა ნაბიჯი და ჩვენ ასევე ვნახავთ, გაიზიარებენ თუ არა წევრი ქვეყნები ამ ნაბიჯებს. ჩვენ გვინდა დავინახოთ პროგრესი ყველა მიმართულებით და რაც მთავარია, არ გვსურს ლოდინი და გვინდა ვნახოთ, რომ ცხრა ნაბიჯის გადადგმა დაწყებულია. ევროკომისიის ცხრა ნაბიჯიდან მეოთხე სამართლიანი არჩევნებია. ეს ქართველებზეა დამოკიდებული, როგორ მოახდენენ საარჩევნო კამპანიის ორგანიზებას. იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას შეძლებს ყველა. პირველ რიგში, არ უნდა იყოს ძალადობა, რადგან საარჩევნო პერიოდში ეს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის კატეგორიულად მიუღებელია. არ გვინდა, რომ წესებში მოხდეს უმთავრესი ცვლილებები არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. რაც უფრო მალე მოხდება ტექნიკური ცვლილებები, მით უკეთესი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა აქტორი კარგად იქნება მომზადებული არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად", - განაცხადა ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)