14:07 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 15:59:49, 833 ნახვა

მსოფლიო
97 წლის ასაკში აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი გარდაიცვალა

97 წლის ასაკში აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი ოჯახის გარემოცვაში მშვიდ ვითარებაში გარდაიცვალა. - ამის შესახებ კარტიერის ცენტრი იუწყება.

აშშ-ს 39-ე პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მეუღლეს, მაისში დემენციის დიაგნოზი დაუსვეს და გასულ პარასკევს დაიწყო ჰოსპისის მკურნალობა სახლში, ისევე როგორც მისი 99 წლის ქმარმა.

როზალინ კარტერი იყო პირველი ლედი 1977-1981 წლებში. მისი მეუღლის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ერთი ვადის განმავლობაში.
ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ მან პირველი ლედის როლის "პროფესიონალიზაცია" მოახდინა და გახდა "პოლიტიკურად ყველაზე აქტიური პირველი ლედი ელეონორ რუზველტის შემდეგ".

მას შემდეგ რაც ჯიმი კარტერმა რონალდ რეიგანთან წააგო, ყოფილმა პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დააარსეს კარტერის ცენტრი, რომელიც ორიენტირებული იყო ქალთა უფლებებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

კარტერები ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი საპრეზიდენტო წყვილი იყო, რომელებიც 1946 წელს დაქორწინდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics