|
2023-11-20 14:57:12, 505 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე თემურ ალასანიას განცხადებაზე - წამოცდენები აქვთ ამ ადამიანებს - რეალურად კარგად იკვეთება, თუ რა ზრახვები გააჩნიათ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის მიერ გაკეთებულ განცხადებებში მათი რეალური ზრახვები იკვეთება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრანტებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადების შეფასებისას ისაუბრა. კალაძის თქმით, 2008 წლის ომს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყანამ ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგა. „წამოცდენები აქვთ ამ ადამიანებს. ამ წამოცდენებში კი რეალურად კარგად იკვეთება, თუ რა ზრახვები აქვთ. ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე - მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველოში გაჩნდეს მეორე ფრონტი და ქვეყანა ისევ იმ უბედურებაში ჩაერთოს, რაც სამწუხაროდ, გამოცდილი და გამოვლილი გვაქვს საკუთარ თავზე. 2008 წელს რა ქნეს? ომით რა გააკეთეს? გეტყვით, რაც გააკეთეს: დავკარგეთ ტერიტორიები და ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი ოკუპირებულია; განადგურებულია ინფრასტრუქტურა; გვყავს უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და გმირი ჯარისკაცები. აი, ეს მივიღეთ“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ქვეყანამ ტერიტორიული მთლიანობა ეკონომიკური გაძლიერებითა და მშვიდობის შენარჩუნებით უნდა აღიდგინოს. „ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკურად, შევინარჩუნოთ მშვიდობა, გაძლიერდეს თითოეული ოჯახი და ამ ყველაფრით შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - დასძინა კალაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)