15:46 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 17:33:11, 769 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასის“ ლიდერი - წინააღმდეგობის ძალები ღაზას სექტორში ისრაელის არმიასთან ხანგრძლივი ომისთვის მზად არიან

წინააღმდეგობის ძალები ღაზას სექტორში ისრაელის არმიასთან ხანგრძლივი ომისთვის მზად არიან, - ამის შესახებ „ჰამასის“ ლიდერმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა.

ჰანიეს თქმით, „ჰამასის“ შესაძლებლობები უფრო დიდია, ვიდრე მისი მტრის და აღნიშნავს, რომ ის ომიდან მხოლოდ გამარჯვებული გამოვა.

„მტერს თუ სურს ხანგრძლივი ბრძოლა, ჩვენი შესაძლებლობები უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი მტრის და ჩვენს წინააღმდეგობას გადამწყვეტი სიტყვა ექნება მასში. მსოფლიო მოწმე იქნება ალ-ყასამის ბრიგადების და წინააღმდეგობის ფრაქციების მიერ ისრაელის ოკუპაციის დამარცხების ღაზაში, როგორც ეს გააკეთეს 18 წლის წინ. ისინი ვერაფერს მოიმკიან წარუმატებლობის, იმედგაცრუების და დამარცხების მეტს. ღაზის მცხოვრებლებმა და წინააღმდეგობამ ჩაშალა მტრის მიზნები და გეგმები გადაადგილების ან მძევლების იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ისმაილ ჰანიემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics