|
2023-11-17 14:51:33, 847 ნახვა
მსოფლიო
IDF-იმ ალ-შიფას საავადმყოფოსთან „ჰამასის“ მიერ გატაცებული 65 და 19 წლის მძევლების ცხედრები იპოვა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ გატაცებული 65 წლის იეჰუდიტ ვაისისა და 19 წლის ნოა მარჩიანოს ცხედები იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. IDF-ის ცნობით, იეჰუდიტ ვაისისი ტერორისტებმა კიბუც ბეერიდან გაიტაცეს. "ჩვენდა სამწუხაროდ, იეჰუდიტ ვაისისი ტერორისტებმა ღაზას სექტორში მოკლეს. ჩვენ დროულად ვერ მივაღწიეთ მას", - აცხადებენ IDF-ში. რაც შეეხება ნოა მარჩიანოს, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ის საბრძოლო სადაზვერვო კოლექციის კორპუსის 414-ე ქვედანაყოფში მსახურობდა. "19 წლის ნოა მარჩიანო 7 ოქტომბერს "ჰამასის" ტერორისტებმა გაიტაცეს და მოკლეს. მისი ცხედარი IDF-ის ჯარებმა ღაზაში, ალ-შიფას ჰოსპიტალთან იპოვეს. IDF გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახებს და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას" - წერს ისრაელის თავდაცვის ძალები X-ზე (ყოფილ Twitter-ზე). შეგახსენებთ, რომ მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა განცხადება, რომ ღაზას სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს შენობაში "ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს. გუშინ, 16 ნოემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] გამოაქვეყნეს ფოტო და ვიდეომასალა, სადაც მათი განცხადებით, ღაზას სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს სამკურნალო ზონებში აღმოჩენილი აღჭურვილობაა აღბეჭდილი. აღსანიშნავია ასევე, რომ 15 ნოემბერს, ისრაელის არმიამ ალ-შიფას საავადმყოფოში რეიდი დაიწყო.
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)