|
2023-11-17 14:16:39, 562 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - დღეს ფერმერის დღეს აღვნიშნავთ - გილოცავთ, ფერმერებო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერის დღესთან დაკავშირებით, მინისტრ ოთარ შამუგიას განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "დღეს ფერმერის დღეს აღვნიშნავთ! გილოცავთ, ფერმერებო. ჩვენი ფერმერების, მეწარმეების, დამსახურებაა ის ფაქტი, რომ შესაძლებლობები, რომელიც აგრარული წარმოების კუთხით ჩვენს ქვეყანას აქვს, სულ უფრო მეტად არის გამოყენებული; შედეგად, გაზრდილია ქართული ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მაჩვენებლები, მეტია ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა, მუდმივად მზარდია ექსპორტი. ქვეყნის ძლიერი ეკონომიკა ჩვენი მეწარმეების და ფერმერების საქმიანობის შედეგია. ამ შედეგის მისაღწევად და ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად, სახელმწიფოს მხრიდან უკვე ათეულ წელზე მეტია ხორციელდება ფინანსური, ტექნიკური, თანამედროვე განათლებაზე ხელმისაწვდომობის, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშემწყობი პროგრამები. სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6,8 მილიარდი ლარი შეადგინა. საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1,9 მილიარდი ლარია. სახელმწიფოს მხარდაჭერის და ძლიერი ფერმერული მეურნეობების, თანამედროვე წარმოების შედეგად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 96%-ით, 4.4 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში თითქმის 145%-იანი ზრდა გვაქვს. სულ მალე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენ ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრენი ვიქნებით. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. ყველა სხვა სიკეთეებთან ერთად, ჩვენი ქართული პროდუქცია, რომელსაც ჩვენი ფერმერები ქმნიან მეტად ცნობადი და მეტად მოთხოვნადი გახდება ევროპის და არა მარტო ევროპის ბაზარზე. წარმატებებს გისურვებთ ფერმერებო! თქვენ ქმნით დოვლათს, რომელიც სახელმწიფოს აძლიერებს! თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ ინიცირებულია ახალი, აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები და ეს მიდგომა გვექნება სულ. სახელმწიფო იქნება თქვენი მხარდამჭერი ქართული წარმოების ზრდის და გაძლიერების საქმეში“,- ნათქვამია შამუგიას განცხადებაში.
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)