08:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 13:20:41, 792 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისსავე პარტიაში - ჩვეულებრივი გადამგდებია

გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისსავე პარტიაში - ჩვეულებრივი გადამგდებია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ასეთ პირობებში, გასაკვირი არ არის, რომ გახარიას პარტიას ერთი მეორეს მიყოლებით ტოვებენ".

„გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისსავე პარტიაში. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წამოვიდა პარტიიდან და არ გაუხმაურებია ამის შესახებ, შეგვხვდა და მოგვიყვა, რომ ქვეყნის მასშტაბით ოფისი არ არსებობს, სადაც მან ფულადი ვალი არ დატოვა. ჩვეულებრივი გადამგდებია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ...

საბოლოო ჯამში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რესურსი არ აქვს ამ სუბიექტს, რამე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში. როცა გადამგდები ხარ და შეგიძლია, საკუთარი პარტიის წევრიც კი ვალებში გადააგდო, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამ კაცმა ავტომობილები და ბინები გააყიდინა საკუთარი პარტიის წევრებს არჩევნების წინ და შემდეგ გადააგდო. ჰპირდებოდა სამმაგად ფულის დაბრუნებას არჩევნების შემდეგ და გადააგდო ეს ადამიანები და როგორ გააჩერებს ასეთ ხალხს პარტიაში. ძალიან ვრცელი ინფორმაცია გვაქვს ამ თემებთან დაკავშირებით“,- აცხადებს კობახიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics