|
2023-11-16 11:50:41, 901 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ყველა კვლევა ადასტურებს, რომ რუსული პარტიის დამარცხება შესაძლებელია, თუ პროდასავლური ოპოზიცია სწორად მოიქცევა
ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ რუსული პარტიის დამარცხება და თან დიდი ანგარიშით შესაძლებელია, თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, ენმ-ისა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობლივი პლატფორმა 2024 წლის არჩევნებზე "მხოლოდ პირველი ადგილისთვის" იბრძოლებს. “ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ რუსული პარტიის დამარცხება და თან დიდი ანგარიშით შესაძლებელია თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პასუხისმგებლიანი, ყველაზე დიდი ევროპული პარტიაა საქართველოში და შესაბამისად, გავაკეთეთ გამარჯვების კოალიცია გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელთან", რომლის მხარდაჭერა და ხმები ყველაზე იოლად ერწყმის ჩვენს პარტიას - ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, მხოლოდ პირველი ადგილისთვის! IRI ის ეს კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენ 4-ჯერ და რიგ შემთხვევაში, 8-ჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად უმჯობესია ჩვენზე "შფოთვებს" და "ნერვიულობას" მორჩეს ყველა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერანაირი პროცესი, თუ ცალკე აღებული კონკრეტული ადამიანის(ების) ვიწრო, პირადი წუწუნი და მოთქმა, ვერ დააზიანებს მთავარ მიზანს, იდიასა და ღირებულებებს. მიხეილ სააკაშვილის პარტია, მის გარეშემო გაერთიანება, იქნება მთავარი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა ქართველი ხალხის ხელში, რუსული ოცნების, რუსი ოლიგარქის დამარცხების გზაზე. ყველა პროდასავლურმა პარტიამ უნდა შეძლოს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გარდაუვლად დაამარცხებს ივანიშვილს და მის რეჟიმს. ერთადერთი გამოასავალია, ყველა ესაუბროს მის ამომრჩეველს - მოახდინეთ თქვენი მხარდამჭერების დარწმუნება, გაერთიანება, რომ გადალახოთ 5%-იანი ბარიერი და არანაირი შანსი რუსულ პარტიას არ დარჩება",- წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, გუშინ, 15 ნოემბერს "საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" (IRI) 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. IRI-ის კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 18%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას, 25% "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა მხარს, 13% - "ნაციონალურ მოძრაობას", 4% "საქართველოსთვის" და ა.შ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)