|
2023-11-16 11:51:54, 634 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულმა გვარდიამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
ეროვნულ გვარდიაში თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის "ერთი დღე ჯარში" ფარგლებში ესტუმრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სკოლის მოსწავლეებს ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს და გვარდიის ფუნქციასა და ამოცანებზე პრეზენტაცია წარუდგინეს. ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის შესახებაც. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს. „პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურა და გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. სტუმრები დღის ბოლოს სასადილოსაც ეწვივნენ და „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს. ღია კარის დღეები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება წარმოადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)