|
2023-11-16 09:33:39, 866 ნახვა
პოლიტიკა
IRI - შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, 25% მხარს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 13% „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. IRI-ის კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 18%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას, 25% "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა მხარს, 13% - "ნაციონალურ მოძრაობას", 4% "საქართველოსთვის" და ა.შ. კვლევის თანახმადვე, გამოკითხულთაგან "ევროპულ საქართველოს" ხმას არასდროს არ მისცემდა 13%, "ალტ-ინფოს" - 12%, "ლეიბორისტულ პარტიას" - 11%, "ლელოს" - 10%, "სტრატეგია აღმაშენებელს" და "პატრიოტთა ალიანსს" - 9%, "საქართველოსთვის" (გიორგი გახარია) - 8%, "მოქალაქეებს" (ალეკო ელისაშვილი) - 6%, "ხალხის ძალას" - 4%, "ხალხისთვის" (ანა დოლიძე) - 2%. გარდა ამისა, გამოკითხულთა 8%-ის თქმით, არ არსებობს პარტია, რომელსაც ხმას არასდროს მისცემდა, 12%-მა თქვა, რომ არ იცის, ხოლო 5%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
IRI-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)